მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინაიდან "ქართული ოცნება" კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გადის, არა აქვთ უფლება „რუსულ კანონს“ კენჭი უყარონ - გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე

ვინაიდან "ქართული ოცნება" კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გადის, არა აქვთ უფლება [რუსულ კანონს] კენჭი უყაროს - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილებს.

"ქართული ოცნება" აშორებს საქართველოს თავის ევროპულ არჩევანთან. ჩვენ შეკრებულები ვართ, რადგან "ქართული ოცნების"და ოლიგარქიის წარმომადგენლებს და დანარჩენ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ მტკიცე იმაში რომ არ დავუშვათ ამ კანონის მიღებას.

ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი მაგრამ მტკიცე. ამ მშვიდობიანი ბრძოლის ფარგლებში გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ვინაიდან ახლა საკომიტეტო განხილვა ფინალურ ფაზაში მიდის და მიუხედავად ამ რაოდენობის ადამიანის შეკრებისა, რომლებიც ვეუბნებით, რომ არ გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს და „ქართული ოცნება გადის ამ ფარგლებიდან, მათ არა აქვთ ლეგიტიმაცია უყაროს კენჭი [რუსულ კანონს] არც დღეს არც პლენარულ სხდომაზე, არც ხვალ. ამიტომ გთავაზობთ მშვიდობიანად დავარტყათ წრე პარლამენტს და გავაგონოთ, არა რუსულ კანონს", - განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დღეს დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის ფონზე, მიმდინარეობს აქციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები