მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისოლ ჯგუფი" იპოდრომის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე განცხადებას ავრცელებს

ვისოლი

"ვისოლ ჯგუფმა" იპოდრომის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით BMG-ის
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის განცხადება მიაწოდა.

საქმე ის არის, რომ "ქართუ ფონდი" იპოდრომის 80,000 მ²-ს სოსო ფხაკაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცემს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ვისოლ ჯგუფის” ერთ-ერთი ბიზნესმიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა. კერძოდ, ჩვენ ვახდენთ როგორც კომერციული (სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები თუ სხვა), ასევე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი და, ბუნებრივია, მუდმივად ვეძებთ ახალ მიწის ნაკვეთებს კომპანიის შემდგომი, დინამიური განვითარებისთვის.

ვადასტურებთ, რომ ჩვენ და ჩვენი კომპანიის მენეჯერები მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-სთან და მათგან შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, თამარაშვილს N: 13-ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა საქართველოში ასევე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის, “გ დ ალკოს”-თან ერთად.

ამასთან, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი, “გ დ ალკო”, მომავალში, სავარაუდოდ, შევქმნით კონსორციუმს და პროექტს დავამატებთ სხვა, მაღალი ალბათობით უცხოელ პარტნიორს თუ პარტნიორებს.

აქვე, ვაცხადებთ, რომ ამ ლოკაციაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე, ჩვენს მიერ განვითარებული უძრავი ქონება გამორჩეული იქნება დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით და არაერთ ხელმისაწვდომ სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. მაღალი ხარისხისა და სტანდარტის დაცვა ჩვენთვის ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია და ამ გზას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ.

პროექტის დეტალებს და მის მიმდინარეობას, ბუნებრივია, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას” - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები