„ბადაგონი“ წელს, დაახლოებით, 6 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა.
მიუხედავად რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული, დაახლოებით, 1-მილიონიანი
ზარალისა, გიორგი სალაყაია ფიქრობს, რომ ხარისხობრივად „რთველი 2021“ საუკეთესო იქნება.
„ვგულისხმობ ყურძენში შაქრიანობის მაღალ შემცველობას, რაც თავისთავად კარგია“, - აღნიშნა სალაყაიამ.
მისივე ინფორმაციით, წელს „ბადაგონის“ ბრუნვა, დაახლოებით, 50 მლნ დოლარი იქნება. რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზს, კომპანია ექსპორტზე 8 მლნ ბოთლი ღვინოს გატანას გეგმავს.
ცნობისთვის: „ბადაგონი“ ექსპორტზე 40-მდე ქვეყანაში გადის. მათ შორისაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და ევროპის სხვა ქვეყნები.