სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ დავითაშვილმა ამ განცხადების დროს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობით იხელმძღვანელა, რომ შესაძლოა ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადი მოიხსნას, თუმცა გელა ხანიშვილიც ადასტურებს, რომ ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე მიდის მსჯელობა.
„საინფორმაციო საშუალებებიდან რა ინფორმაციაც არის, რუსეთში დღეს მიდის მსჯელობა, რომ შეიძლება რუსეთმა მოხსნას ექსპორტის გადასახადი. ესეც არის "შეიძლებას" დონეზე მსჯელობა. სავარაუდოდ მინისტრმა ეს იგულისხმა, რომ მაშინ იქნება თანაბარი კონკურენტული გარემო საქართველოში წარმოებულ ფქვილსა და რუსულ ფქვილს შორის“-აცხადებს გელა ხანიშვილი.
აღსანიშნია, რომ საექსპორტო ბაჟი ერთ ტონა რუსულ ხორბალს თითქმის 100 დოლარამდე აძვირებს, მაშინ როცა მსგავსი მოსაკრებელი არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე.
როგორც ირკვევა, რუსეთის მთავრობას ხორბალზე საექსპორტო ბაჟის მოხსნის მოთხოვნით ადგილობრივმა ხორბლის მწარმოებლებმა მიმართეს. თუმცა მიმდინარე კვირაშიც ერთ ტონა ხორბალზე მცურავი მოსაკრებელი 88 დოლარიდან 98 დოლარამდე გაიზარდა, ადასტურებს იმას, რომ მოსაკრებელი ისევე მოქმედებს და გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას არ შეუცვლია.
„სავარაუდოდ ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციამ მიმართა პუტინს, მოეხსნათ მცურავი საბაჟო გადასახადი ხორბალზე. ამაზე უკუპასუხი არ არის. სავარაუდოდ ამაზე იყო ლაპარაკი (მინისტრის მხრიდან).
საექსპორტო გადასახადის მოხსნაზე იყო საუბარი ჯერ კიდევ სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, 3-4 დღის წინ კიდევ მიმართა ასოციაციამ მთავრობას, რომ მოეხსნათ საექსპორტო ბაჟი, რომ გაეეაქტიურებინათ ექსპორტი. ჩვენ ვიცით ოფიციალური წყაროებიდან, რომ წერილი იყო პრეზიდენტის მიმართ და ეს არ იყო პირველი წერილი, თუმცა ამის შემდგომ მცურავი ბაჟი გაიზარდა. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს წინადადება განხილული არ ყოფილა დროის ამ მონაკვეთში“-აცხადებს საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.
რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს სწორედ რუსეთიდან ყიდულობდა. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონი დოლარის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონი დოლარის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, ხოლო $4.6 მილიონის ღირებულების კი - ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა).