მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

მანუჩარ კოკოჩაშვილი

„ქართული ოცნების” არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე, 2024 წლის 22 ივლისს შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ მე-5 პრეზიდენტის განკარგულება. კაკოჩაშვილი კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, "საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი".

"გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კაკოჩაშვილს მაშინაც სურდა საბჭოს წევრობა, როდესაც კონკურსი პარლამენტს ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ის მაშინაც არ შეარჩიეს.

პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

ვისი საჩივრის გამო შეაჩერა სასამართლომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები