მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, გვინდა, საბჭო დროულად დაკომპლექტდეს - ნიკოლოზ გაგუა

649037871b4a4
ინგა მურუსიძე
19.06.23 15:31
557
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ვიდრე ეროვნული ბანკის საბჭოს ქვორუმი ექნება, ის უმოქმედო არ გახდება. ასე უპასუხა მან BMG-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ პოსტზე კანდიდატურები წარადგინა, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ მხარდაჭერას არ გეგმავს. ამას გარდა, წლის ბოლომდე საბჭოს კიდევ ორ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა.

„სებ-ის საბჭოში ჩვენ გვაქვს ქვორუმი, ხოლო სანამ ქვორუმია, სებ-ის საბჭო უმოქმედო არ იქნება. დავამატებ, რომ არსებობს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ფონდის კონკრეტული რეკომენდაცია, რომ ორი წევრით[11-მდე] კიდევ გაიზარდოს სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ანუ შესაძლებელია, 6 ვაკანტური თანამდებობა იყოს. არსებული საბჭო ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია, ძალიან გვინდა, რომ დროულად იყოს დაკომპლექტებული საბჭო. საბჭოს ეფექტურობისთვის, საბჭოს სრულად დაკომპლექტება არის მნიშვნელოვანი, თუმცა უმოქმედობის რისკები არ არსებობს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

სებ-ის საბჭოს წევრი ასევე თვლის, რომ არჩილ მესტვირიშვილი სებ-ის საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობას საკმაოდ ეფექტიანად ასრულებს.

გარდა ამისა, bm.ge დაინტერესდა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ხომ არ მიუმართავთ ერთობლივად საქართველოს პრეზიდენტისთვის, რაზეც გაგუა პასუხობს, რომ პირადად მას არავისთვის მიუმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები