მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია“ - კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკაზე

მერი
12.09.24 21:51
828

„ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია“, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ.

როგორც დედაქალაქის მერია ავრცელებს, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს.

„მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა. რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს სენატში, საკითხზე:"ანტი-NGO კანონები და დემოკრატიის ჩახშობის სხვა მეთოდები" გაიმართა, სადაც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა თქვა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" წარმოადგენს რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგს და სწორედ მისგან არის შთაგონებული და ის მიზნად სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ისახავს.

ამასთან, განცხადება გააკეთა, სენატორმა რიშმა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ოქტომბერში საშუალება ექნება, მოიშოროს არამზადები და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები