მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილის განცხადებები, ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, მძიმე პროვოკაციაა - პრემიერი

კობახიძე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არასერიოზულს და პროვოკაციას უწოდებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას, ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, ხოლო პრეზიდენტის ასეთი განცხადებები სპეკულაციაა.

„ამ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ასპექტი. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად ამ ამოცანის შესრულებას თვისებრივად გაგვიიოლებს. როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება ასეთი განცხადებები ამ პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“,- თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები