მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ჩვენი ძალებით ვაკეთებთ - „ბადაგონი“

61376f5e1f515
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 09:45
726
„ინიციატივა საინტერესო და დასაფიქრებელია“ - ასე აფასებს ღვინის კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია მთავრობის მიერ ღვინის კომპანიების სუბსიდირების ახალ პროგრამას, თუმცა ამბობს რომ კომპანია ღვინის ტრადიციული საექსპორტო ბაზრებიდან გამოსვლას არ გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა მცირე სტარტაპერებისთვის უფრო მისაღები უნდა იყოს, რამეთუ ისინი ახალი ბაზრების ათვისებას იწყებენ.

„ვფიქრობ, ბაზრების დივერსიფიცირებისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ექსპორტს. ჩვენს შემთხვევაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაპირებთ გამოსვლას იმ ტრადიციული ბაზრებიდან, სადაც ჩვენი ექსპორტის ძალიან დიდი წილი ხორციელდება (დსთ-ის ქვეყნები) თუმცა ის კომპანიები, რომლებიც ამ თანხას მარკეტინგული მიმართულებით დახარჯავენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ზოგადად, ქარული ღვინის, როგორც ბრენდის პოპულარიზაციისთვის, რაც ჩვენს ღვინოს ეს ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა ნაკლებია. ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯია“, - თქვა გიორგი სალაყაიამ.

„ბადაგონის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიისთვის დსთ-ის შემდეგ მთავარი სარეალიზაციო ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებია და ამ ბაზრების პრიორიტეტულობაზეც საუბრობს.

„დსთ-ის ბაზრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ღვინოს აქვს საკმაოდ დიდი ტრადიცია ცნობადობის და სარეკლამო კუთხით, ვინაიდან ამ ქვეყნებში ტურისტების დიდი რაოდენობით ჩადინება ხდება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ამას ამა თუ იმ ბაზარზე ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. წელს შეიძლება ითქვას, რომ მეორე სერიოზული ბაზარი ჩვენთვის ევროპის ქვეყნებია. გერამანიაში ლოგისტიკური ბაზა გვაქვს, საიდანაც ჩვენი პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გადანაწილება ხდება და საერთო ჯამში, მეორე პოზიციაზეა“, - განმარტა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა.