მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა მოეგო "გრინსერვის+"-ს ტენდერი? - სანდრო ბარამიძის განმარტება

63cc01b25fe11
ალა ისპირიანი
21.01.23 19:10
917
სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ კომპანია "გრინსერვისი+"-სს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ უნდა გაემარჯვა. მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტა, რომ ახლა მარიტა მეფარიშვილი, რომ ცოცხალი იყოს და მხოლოდ ის ფაქტი დადგენილიყო, რომ კომპანიის მიერ არასწორად შესრულებული სამუშოების გამო შადრევანში დენია, საკმარისი იყო იმისთვის, რომ "გრინსერვისი+"-სს ტენდერში მეორედ ვეღარ გაემარჯვა. 

„ფაქტი არსებობს და რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს ბრალეულობა დადგენილია თუ არა. ფაქტი ისაა, რომ დაუდევრობის, გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის გამო და შესაძლოა კორუფციული გარიგებების გამო კომპანია, რომელსაც როგორც ჩანს ამის გამოცდილება არ ჰქონდა ისეთი საქმე ჩააბარეს, რომელსაც სავალალო შედეგი მოჰყვა. გვეუბნებიან, რომ თურმე "გრინსერვისი+"-ის დირექტორის მიმართ ჯერ არ დამდგარა განაჩენი მოდი ისევ ვანდოთ ამ კომპანიას ყველაფერი.

მოდით წარმოიდგინეთ, რომ 13 ოქტომბერს უბედური შემთხვევა არ მომხდარა, მაგრამ უბრალოდ გაირკვა, რომ შადრევანში დენი გადის და პოტენციურად ამას შეიძლება ცუდი რამ მოჰყოლოდა. ცუდი შედეგის უქონლობის პირობებშიც კი თუკი ფაქტი დადგინდებოდა, რომ ამ კომპანიამ სამუშაოები არასწორად შეასრულა, იგივე კომპანიას, როგორ უნდა ანდო სხვა საქმეში სამუშაოების შესრულება.

სისხლის სამართლის ნორმები ცალკე გადავდოთ, რაღაც ადმინისტრაციული ნორმები ხომ არსებობს, ტენდერი იმ კომპანიას არ მოაგებინო, რომელმაც რაღაც სხვა საქმეში სამუშაოები ცუდად შეასრულა. მითუმეტეს ამას როცა ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. რომელი კანონის უქონლობაზე მელაპარაკება? - არა გვაქვს კანონი, რომ უარი უთხრა კომპანიას ტენდერში გამარჯვებაზე რომელმაც წინა პროექტი ჩააგდო?

თუ ასეთი კანონი არა გვაქვს და ეჭვი მეპარება, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტები არ არსებობს, იგივე ვიცე მერი, მთელი მერია და სახელმწიფო, სად იყვნენ და შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, რატომ არ შეიტანეს“, - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისან 3.1 მილიონ ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიონი ლარი იყო.

"გინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია, მასში კომპანიამ 6.8 მილიონი ლარის წინადადება წარადგინა.

ორი დღის წინ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმა, რომელიც ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა.