მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი გამოცდილების მქონე კომპანიას ახალი პროექტი აღარ უნდა ანდონ" - სანდრო ბარამიძე "გრინსერვის+"-ზე

63ccd9ef46ac6
ალა ისპირიანი
22.01.23 11:20
635
სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "გრინსერვისი+"-ის გამარჯვებას არ ემხრობა. მისი მოსაზრებით, აღნიშნულმა კომპანიამ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი სავალალო შედეგის შემდეგ დაამტკიცა, რომ ცუდი კონტრაქტორია, რის შემდეგაც მას ტენდერში არ უნდა გაემარჯვა.

გადაცემა „ანალიტიკაში“ სანდრო ბარამიძემ თქვა, რომ არცერთმა გონიერმა ადამიანმა "გრინსერვისი+" -ს ახალი პროექტი აღარ უნდა ანდოს.

„"გრინსერვისი +"-მა დაამტკიცა, რომ ცუდი კონტრაქტორი და სამშენებლო სამუშაოების ცუდი შემსრულებელია. იმდენად ცუდი, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშოებს ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამისთანა ცუდი გამოცდილების მქონე კომპანიას არცერთმა გონიერმა და წესიერმა ადამიანმა ახალი პროექტი არ უნდა ანდოს. არ არის გარანტია, რომ ასეთივე შედეგები სხვა შემთხვევაშიც დადგეს. ამ სახელმწიფოში პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა. საზოგადოებას არაფერი შეგვიძლია იმის გარდა, რომ ამაზე ვისაუბროთ და პროტესტი არჩევნებზე გამოვთქვათ“, - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისგან 3.1 მილიონ ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიონი ლარი იყო.

"გინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია, მასში კომპანიამ 6.8 მილიონი ლარის წინადადება წარადგინა.

ორი დღის წინ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმა, რომელიც ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა.

რატომ არ უნდა მოეგო "გრინსერვის+"-ს ტენდერი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები