მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

224 ადამიანი, ვინც მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია - სია

ყაველაშვილი

დღეს, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ყაველაშვილს გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა სჭირდებოდა.

პარლამენტის შენობაში კენჭისყრის პროცესი 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის პარალელურადაც რუსთაველზე მოქალაქეები აქციას მართავდნენ.

ერთადერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემის მთელი პროცესი, ასევე ხმების დათვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ჩატარდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომლის 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენდა. კოლეგიის ზოგადი სტრუქტურა კი ასეთი იყო: საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.

პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, ასევე აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი.: ზურაბ ჯგუბურია და თემურ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადა მარშანიამ კი მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო, შესაბამისად, მისი ბიულეტენი გაბათილდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, იმ 224 ადამიანის ჩამონათვალი, ვინც ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები