DFG-ის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო სტრატეგიის გაწერილ სფეროებში 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიასა და ბიუჯეტზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს განვითარების ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა.
„გვაქვს, დაახლოებით, 60 მილიონ დოლარამდე, რომლის ინვესტირებასაც ვფიქრობთ, საშუალოვადიან პერიოდში. საუბარია უშუალოდ „საქართველოს განვითარების ფონდის“ კონტრიბუციაზე ანუ ამ მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ იმ სექტორებში, რაც საინვესტიციო სტრატეგიაში გვაქვს გაწერილი“, - თქვა დიმიტრი ხორავამ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ $60 მილიონი, ჯერჯერობით, სრულად არაა მობილიზებული.
მისივე თქმით, ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტის წყაროა დივიდენდები იმ პროექტებიდან, სადაც საპარტნიორო ფონდს ინვესტირება აქვს გაკეთებული და ასევე, DFG-ის გუნდი, თანხების მოზიდვის მიზნით, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო განვითარების ფონდებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან.
- საინვესტიციო პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვაზე DFG-ის ფინანსური დეპარტამენტია პასუხისმგებელი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორები, ასევე, DFG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც, რომელთა შორის არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი; განვითარების ფონდებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს და მოგეხსენებათ, კონტაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- გაქვთ თუ არა მწვანე შუქი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რათა ახალი ვალები აიღოთ, რადგან 2017 წელს სწორედ მათი რეკომენდაციით შეეზღუდა საპარტნიორო ფონდს ახალი პროექტების განხორციელება და დაიწყო რეფორმირება...
- გარკვეული მოთხოვნები იყო, რომელიც, ვფიქრობთ, შესრულებულია. კერძოდ, მსხვილი კომპანიები გადაეცა სახელმწიფოს და ამჟამად ფონდს მხოლოდ საინვესტიციო მიმართულება აქვს ანუ DFG-ის საქმიანობაში აქტივების მართვა არ შედის არ შედის. ასევე, რეფორმა ითვალისწინებდა ფონდის კორპორატიზაციას და ეს მოთხოვნაც შესრულებულია - ფონდის სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდა. ამდენად, ჩვენი შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები შესრულებულია და ის რისკები შერბილდა, რასაც ხედავდნენ. ამდენად, შეგვიძლია, საინვესტიციო აქტივობა და დავიწყეთ კიდეც. საინვესტიციო აქტივობა შეგვიძლია, რაც დავიწყეთ კიდეც.
- თუმცა ახალი ვალების აღების უფლება გაქვთ? როგორ ფიქრობთ,IMF-ს არ ექნება კითხვები?
- IMF-ის სახელით ვერ ვისაუბრებ...
- ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია?
- ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ყოფილა... რაც შეეხება დაფინანსების მოძიებას, წყარო შეიძლება იყოს სესხი, გრძელვადიანი დაფინანსებს და ა.შ. ამიტომ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ.
რა სახის საინვესტიციო პროექტებს დააფინანსებს “საქართველოს განვითარების ფონდი”- სტრატეგია ცნობილია