მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბრიფინგს ნახავთ ვის, რა მუხლით წარედგინება ბრალი“ - კირცხალია ღარიბაშვილზე და ლილუაშვილზე

ირაკლი კირცხალია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ბრიფინგზე გახდება ცნობილი ვის, რა მუხლით წარედგინება ბრალი - ასე უპასუხა ირაკლი კირცხალიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას რატომ არ არიან დაკავებულები ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულები მათი სახლების გაჩხრეკის შედეგად 7 მლნ-ის ამოღებიდან მესამე დღეს.

„რა პროცესები წარიმართება, ამას შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად ჩაგვაყენებენ საქმის კურსში. ვის წარედგინება ბრალი, რა მუხლით წარედგინება, ამას აუცილებლად შეგვატყობინებენ. ბრიფინგს ნახავთ და შეხედავთ, ვის რა მუხლით წარედგინება ბრალი", - ამბობს ირაკლი კირცხალია.

სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლების ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარია ამოღებული. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს განაცხადა. როგორც წასვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ თავს ბიზნესში ხედავს, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავდა. პოლიტიკიდან წასვლამდე ღარიბაშვილი 2024 წლის თებერვლიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მანამდე კი პრემიერის პოსტს იკავებდა, სანამ ის ირაკლი კობახიძემ არ ჩაანაცვლა.

გრიგოლ ლილუაშვილმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დატოვა. ლილუაშვილი "ოცნების" თავდაპირველი გეგმით ახალშექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნებოდა. კობახიძემ მაშინ მიზეზად "განსხვავებული მოსაზრებები" დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები