მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი აზრით, ამას ორი მიზანი აქვს" - ფადი ასლი ე.წ. ოფშორების კანონზე

ICC Georgia

ICC- Georgia-ს თავმჯდომარე;, ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ე.წ. ოფშორების კანონის მიღებას ორი მიზანი აქვს. როგორც მან გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, პირველი მიზანი ბიძინა ივანიშვილზე მორგებაა, ხოლო მეორე - სხვა ოლიგარქებისთვის გზის გახსნა, რათა თავიანთი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანონ.

„ჩემი აზრით, ამას ორი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ ის ივანიშვილზეა მორგებული, რათა მან საკუთარი კაპიტალი აქ გადმოიტანოს ორი მიზეზით, პირველი: თავი აარიდოს სანქციებს, როდესაც მისი თანხები სანქციების გამო გაყინული იქნება სხვა იურისდიქციებში და მეორე ნაწილი გახლავთ ის, რომ დააფინანსოს ანაკლიის პორტის პროექტი. ის სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იქნება ამ პროცესის ნაწილი.

მეორე კი ისაა, რომ მთავრობამ იცის, რომ სანქციების დიდი ალბათობაა, ამას ექნება დრამატული ეფექტი უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, შემცირდება ინვესტიციები, ნაკლები ტურისტი იქნება ქვეყანაში, რასაც ლარის გაუფასურებაზე ექნება გავლენა. ოფშორების შესახებ კანონით კი, ის ხსნის გზას სხვა ოლიგარქებისთვის, რომლებსაც აქვთ კაპიტალი სხვა იურისდიქციის ქვეშ. მათ შეუძლიათ შემოიტანონ ეს თანხები ქვეყანაში“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შეფასება იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათმა საქართველოს საინვესტიციო სტატუსზე. ICC-ის შეფასებით, კანონი ქმნის რისკებს, რომ ქვეყანაში სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივები შემოვიდეს.

ცნობისთვის, ე.წ ოფშორების კანონზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითებდა, რომ კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ცენტრიც. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები