მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის - კობახიძე

კობახიძე ჩინეთი

ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ ანტიჩინურ კამპანიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია.

„ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“- განაცხადა პრემიერმა.

შეიძლება ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვები მაქვს - პრეზიდენტი