მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ორგანიზაციაა - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ორგანიზაციაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“, საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ, ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას საქმიანობის ყველაზე დაბალი ქულით შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა

„წარმოვიდგინოთ და სკოლის ნიშნებში რომ გადავიყვანოთ Global Finance-ის შეფასება, A ქულა არის 5-იანი, B - 4-იანი, C - სამიანი და D - 2-იანი.

ნათია თურნავა 2-იანს კი არა 0-იანს იმსახურებს, რადგან ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ორგანიზაციაა. მთავარი ის კი არაა, რომ ნათია თურნავამ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება რომ გამოსცა, არამედ ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა. გახსოვთ ალბათ, ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება მან გამოსცა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სანქციებს არ აღვასრულებთ, სანამ საქართველოს სასამართლო არ დაამტკიცებს პირის ბრალეულობას. ამ განცხადებიდან მეორე დილით კი, უკვე ნათია თურნავამ გამოსცა განკარგულება.

ამდენად, Global Finance-ის ასეთი შეფასება ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი, რადგან ამ გამოცემას ეცნობიან საერთაშორისო საფინანსო წრეებში, საფინანსო ინსტიტუტები, ინვესტორები და ა.შ. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვა კი, ნიშნავს სებ-ის პოლიტიკის ეფექტიანობის დაკარგვას“, - ამბობს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები