გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გერმანელი ექსპერტი, ფრენკ მიულერი დაიკითხა, რომელიც ამბობს, რომ ბაჩიაშვილის და ივანიშვილის საუბრის ამსახველი ჩანაწერი მანიპულირებული არაა.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილთან ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც 2015 წლით თარიღდება.
„აუდიოფაილი მომზადებულია სმარტფონის მეშვეობით. ჩანაწერზე მონტაჟის კვალი არ დადასტურდა. ეს არ არის ვარაუდი, დადასტურებით ვამბობ, რომ ფაილი მანიპულირებული არ არის. მრავალი სახის კვლევა ჩატარდა მათ შორის სპექტრული ანალიზი გერმანული პროგრამებით, რომლებიც ლიცენზირებულია. ამ მეთოდს გამომძიებლები იყენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპექტოგრამის საფუძველზე დადასტურადა, რომ ეს ფაილი მანიპულირებული არაა. ჩანაწერში ორი მოსაუბრის სრულად და მკაფიოდ იდენტიფიცირება შევძელით",- თქვა ექსპერტმა ["ტვ პირველის" თარგმანი].
ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. მისი ადვოკატის თქმით ბაჩიაშვილი მზადაა ჩვენება დისტანციურად მისცეს. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.
გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული დავების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.