შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ მრევლს.
მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“, - წერს სახელმწიფო მდივანი.
საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
მსოფლიო ეკლესიების სამძიმრის წერილები
აშშ-ის საელჩო საქართველოში: ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას
დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო პარტნიორების სამძიმარი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო




























