"რა ინფორმაციაც მაქვს, აუცილებლად გამოვიყენებ მისი [ივანიშვილის] მხილებისთვის და ეს ინფორმაცია დიდი ხანია ქვეყნიდან გატანილია. მათ ისიც კი არ იციან, რა მიჭირავს ხელში", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
"ეს თვალთვალიც სწორედ მაგას ემსახურებოდა, მიეგნოთ, რა ინფორმაცია მქონდა, სად მქონდა. მათ ისიც კი არ იციან, ზუსტად რა მიჭირავს ხელში. თურმე უფრო წინდახედული აღმოვჩნდი, ვიდრე მათ ეგონათ და სურდათ.
თანხებზე წვდომა, ინფორმაცია არის თუ რაც არის, აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა ადგილებში და ქვეყნებში, ისეთ ხელმისაწვდომობაში, რომ არ მოხდეს ამის კომპრომენტირება ერთდროულად. თუ გაქვს ცოტა კაპიტალი, მსგავს რაღაცეებზე ყველა უნდა ფიქრობდეს. დღეს სამყარო სავსეა მატყუარა და გადამგდები ხალხით,ა დამინები, რომლებიც მოგიბრუნდებიან და შეგიკერავენ ისეთ რამეს, რაც არ ყოფილა. ამიტომაც უნდა იყოს ყოველთვის თავშემონახული", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე და უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ღონეს იხმარს, ადამიანებს გააცნოს ვინ არის რეალურად ბიძინა ივანიშვილი.
"ბიძინას ვუანონსებ, რომ რაზეც ხელ-ფეხი მქონდა შეკრული ახლა აღარ მაქვს და საქართველოში იმ ადამიანებსაც დავეხმარები ვისაც ის ჩაგრავს და საერთაშორისო არენაზეც ყველა ღონეს ვიხმარ, გაიგონ ივანიშვილი ვინ არის და უპირველესად აშშ-ში",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
საქმე ის არის, რომ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქვეყანა დატოვა. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ცხადია, ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მან “რეაქციაში“ დაადასტურა, რომ ნამდვილად არის ქვეყნიდან გასული. როგორც მან თქვა, საქართველოდან გასასვლელად, "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა".
წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია - გიორგი ბაჩიაშვილი
რა ბიზნესებს ფლობს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში?