მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით შემოვლენ ჩინეთის მოქალაქეები უვიზოდ საქართველოში?

ოქროს ვიზა
BM. GE
11.09.23 16:00
17

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სხდომის დასრულების შემდეგ განმარტება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„უვიზო მიმოსვლა უკვე ძალაში შედის. ჩინელ მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები რიცხვია. სხვა ყველა საკითხიც გათვალისწინებულია, ანუ 1 თვის ვადაში ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო უვიზოდ მოინახულონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის - რამდენი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები