მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაადო პრეზიდენტმა საპენსიო კანონში ცვლილებების პაკეტს ვეტო? - განმარტება

რომან გოცირიძე

საპენსიო კანონში ცვლილებების პაკეტს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო. სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია პოლიტიკური ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში შეაფასა. მისი თქმით, ვეტოს დადებით პროცესი გაიწელებოდა და წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტმა საზოგადოება და ოპოზიცია არ მოაცდინა.

„პრეზიდენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და არ ეთანხმება ამ კანონს, ხელს არ აწერს - ეს თავისი შინაარსით იგივეა, რაც ვეტოს დადება, ოღონდ ვეტო პოლიტიკური პოზიციაა, ოღონდ უფრო მძიმე ხელისუფლებისთვის, სადაც უკვე საპარლამენტო დებატები გაიმართება ოპოზიციაც მონაწილეობს ამ პროცესში და კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი მმართველ პარტიას იგივე კანონი მიიღოს ან მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა საპენსიო კანონში ცვლილებების პაკეტს ვეტო არ დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ისე ახსნა, თითქოს სალომე ზურაბიშვილს „პარლამენტში არგუმენტით მოსვლა არ უნდოდა“. რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ამ კანონზე უარყოფითი დასკვნის გაკეთება, არა თუ პრეზიდენტს, პირველი კურსის სტუდენტიც კი არ გაუჭირდებოდა.

„მოტივირებული შენიშვნები ძალიან მარტივი იყო, რადგან იმდენი რამეა ამ კანონში ცუდი, რომ არა თუ პრეზიდენტს არამედ პირველი კურსის სტუდენტს არ გაუჭირდებოდა უარყოფითი დასკვნის გაკეთება. ვეტო ალბათ, იმიტომ არ დაადო, რომ ეს პროცესი გაიწელებოდა. ფაქტობრივად არჩევნებამდე 3 თვე დარჩა და არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საზოგადოება და ოპოზიცია არ მოაცდინა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

რა შეიცვლება დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურა იცვლება - BMG-ის კითხვები და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები

საპენსიო სააგენტოზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა იზრდება - კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები