მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სურს სებ-ს, რომ ბანკებს მეტი სავალუტო რეზერვი ჰქონდეთ? - ეკონომისტის შეფასება

აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებების შესაძლო მიზეზად საერთაშორისო იზოლაციის ფონზე კაპიტალის გადინების მოლოდინს ასახელებს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა და ამასთან, მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 500 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა.

აკაკი ცომაიას თქმით, რეალური მიზეზის თქმა რთულია, თუმცა შესაძლოა, ეროვნულ ბანკს სურს რეზერვებში იყოს რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება შემცირდეს, რათა მოემზადოს იმ დღისთვის, როდესაც მოუწევს რეზერვების ხარჯვა.

„სარეზერვო ნორმის გაზრდა ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი რაოდენობის რეზერვი უნდა ჰქონდეთ. მეორე მხრივ, შეზღუდვა უცხოური ვალუტის დაკრედიტების ასევე გულისხმობს იმას, რომ უცხოური ვალუტით დაკრედიტების მაჩვენებელი უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ასევე უნდა გაიზარდოს რეზერვების რაოდენობა. რთულია გაიგო, ამით რისი მიღწევა სურს ეროვნულ ბანკს. რეალური მიზანი შესაძლოა იყოს, რომ ეროვნულ ბანკს სურს რეზერვებში იყოს რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება შემცირდეს, რათა მოემზადოს იმ დღისთვის, როდესაც მოუწევს რეზერვებს ხარჯვა. რისკები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, რომ საერთაშორისო იზოლაციის მოლოდინის რეჟიმში პროცესებმა შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, რაც ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის გადინების პროცესი შეიძლება დაიწყოს. ცხადია, რომ ცენტრალური ბანკის ეს პოლიტიკა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, თუმცა როგორც ჩანს, ცენტრალურ ბანკს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის რეზერვები იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში იქნეს გამოყენებული“,- ამბობს ეკონომისტი.

მისივე თქმით, თუ უცხოური ვალუტის გადინება დაიწყება, სებ-ის ეს ნაბიჯი ვერაფერს უშველის და ამ ფონზე ლარში დაკრედიტების გადართვა კიდევ უფრო ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები