მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ria, Western, Zolotaia Korona… - რომელი ქვეყნებიდან/სისტემებით გადმოირიცხა 8 თვეში $2.3 მლრდ ქვეყანაში?

ფულადი გზავნილები

2025 წლის 8 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 5 მილიონ 348 ათასი ტრანზაქციით 2 მილიარდ 373 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გზავნილების მოცულობა ამ პერიოდში წლიურად 5.9%-ით გაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყნიდან თანხების გადმორიცხვისას, პირები ყველაზე მეტად Ria-ს სისტემას იყენებდნენ, სწორედ ამ სისტემის გავლით შემოვიდა ყველაზე მედი თანხა საქართველოში. სატრანსფერო სისტემების რეიტინგი კი 2025 წლის 8 თვეში ასეთი იყო:

  • Ria – $576.9 მლნ;
  • Western Union - $532 მლნ;
  • Zolotaia Korona - $474.8 მლნ;
  • Money Gramy - $471 მლნ;
  • Intel Express - $273.2 მლნ;
  • RicoGram - $51.3 მლნ;
  • Smartpay - $1.1 მლნ;
  • UPT – Universal Payment Transfer - $1 მლნ.

რაც შეეხება ქვეყნებს, წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამ პერიოდში აშშ-დან გადმოირიცხა და წლიურად მოცულობა 20.1%-ით გაიზარდა. ამგვარად აშშ-მ ფულადი გზავნილების მიხედვით რეიტინგში რუსეთს და იტალიას გადაასწრო, რომლებიც გასული წლის ამ პერიოდში სამეულში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებდნენ. წელს იტალიიდან გზავნილების გადმორიცხვები მხოლოდ 8.2%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კი 25.5%-ით შემცირდა.

TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც 8 თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა ასეთია:

  1. აშშ - $441.7 მლნ;
  2. იტალია - $404.7 მლნ;
  3. რუსეთი - $304.8 მლნ;
  4. გერმანია - $201.7 მლნ;
  5. საბერძნეთი - $189.5 მლნ;
  6. ისრაელი - $180.9 მლნ;
  7. თურქეთი - $71 მლნ;
  8. ყირგიზეთი - $67 მლნ;
  9. ესპანეთი - $61.3 მლნ;
  10. ყაზახეთი - $55.7 მლნ;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები