მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები გზავნილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გამწვავდა - ნატალია საბანაძე

ნატალია საბანაძე

"სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გამწვავდა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "ოცნების" მხრიდან იმდენად გამწვავდა რიტორიკა, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ისე ესაუბრება აშშ-ს.

"ეს არის ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ესკალაციის ერთ-ერთი გზა. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა იქამდე, რომ არამეგობრულ სახელმწიფოებს რასაც უნიშნავენ, ეს არის სანქციები, სწორედ ამ სახელმწიფოების რიცხვში მოვექეცით. ეს როგორც წესი, გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს გზავნილი ცალსახად გამოხატოს.

პირდაპირ სანქციებს არავინ არ აწესებს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული კომუნიკაცია. იყო შემოთავაზება, რომ მოლაპარაკებები გამართულიყო იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. ბევრი რამ იდო მაგიდაზე, თუმცა ყველაფერზე უარი მიიღეს. უარის ფორმასაც ხომ გააჩნია, იმდენად მოხდა რიტორიკის გამწვავება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს. ძალიან მძიმე ფონი აჩვენა. სანქციებიც ეტაპობრივია. თავიდან არის სავიზო შეზღუდვები, შემდეგ ხალხის რაოდენობაც იზრდება, მერე გადადის საფინანსო შეზღუდვებზე და ა.შ.. ჩვენ მოვისმინეთ გზავნილი, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და შეგვიძლია, სიტუაცია გავაუმჯობესოთ და სიტუაცია შეიცვალოს", - ამბობს საბანაძე.

აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

მიიღეს თუ არა სანქცირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სანქციების შესახებ შეტყობინება? - მილერის განმარტება

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები