ხვალ, საპარლამენტო კომიტეტებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილი
ნათია თურნავას მოსმენა იწყება.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, 11:00 საათზე ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, ხოლო 16:00 საათზე კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე.
გარდა ამისა, ხვალ ეკონომიკური პროფილის კომტეტებში ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვაცაა დაგეგმილი. მომხსენებლად სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა მითითებული.
ეროვნულ ბანკში საქმიანობა ჩემთვის ახალი და საინტერესო კარიერული გამოწვევაა - თურნავა