საქართველო პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ BMG-ის სომხეთის ბიუროს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, არმან იეგოიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო დარჩეს ევროინტეგრაციის ერთგული.
“საქართველო პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, როგორც ტერიტორიულად, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთგულია ევროპული გზის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გვიკვალავს გზას ევროპისკენ ჩვენც”, - განაცხადა არმან იეგოიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებამდე სომხეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს დასაკმაყოფილებელი. მათ შორის ქვეყანამ ეკონომიკისა და ენერგოსექტორის დივერსიფიცირება უნდა შეძლოს.
“ეს დამოკიდებულიო იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად გავივლით პროცესებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. არის რიგი ზომებისა, რაც წინასწარ უნდა მივიღოთ, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ შევძლოთ განაცხადის გაკეთება, თუმცა თუ შევასრულებთ ზომებს, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის, უახლოეს მომავალში შეგვიძლია ამის მოსაზრება. მანამდე კი ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკის და ენერგოსექტორის დივერსიფიცირება და უნდა გვქონდეს უფრო სტაბილური ვითარება, რათა საერთო პოლიტიკური ცვლილებები, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ განხორციელდეს”, - განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირს და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.