მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის კანონში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები..."- IMF-ის მისიის 3 რეკომენდაცია ეროვნულ ბანკს

IMF

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება და განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, ეს სამი პუნქტი დაასახელა მთავარ გამოწვევად.

ერთ-ერთი მთავარი, ეროვნული ბანკის მმართველობის და დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

მიმოხილვის მიხედვით, ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. ამასთან დაკავშირებით, IMF სებ-ის კანონში შემდეგი ცვლილებების შეტანის რეკომენდაციას გასცემს:

1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა;

2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები;

3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით.

საკითხთან დაკავშირებით, BMG საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალისაც ესაუბრა, რომელმაც BMG-ს კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის გაზრდას ეხება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის სათანადოდ განსაზღვრა.

სავალუტო ფონდის მისიის საგაზაფხულო ვიზიტის ფარგლებში მუშაობა გუშინ დასრულდა. სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.

IMF-ის მისიამ საქართველოს ეკონომიკის შეფასება დაასრულა - პროგნოზები და რეკომენდაციები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები