მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრის 3 მრჩევლის ჯამური ხელფასი თვეში ₾16 000-მდეა

ვახტანგ გომელაური
09.04.24 14:10
1076

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამჟამად სამი მრჩეველი ჰყავს. ამის შესახებ წერია პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო სტრუქტურებიდან გაგზავნილ წერილებში. ხატია დეკანოიძემ მრჩევლების შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვების ფორმატში გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებაზე 3 პირია დასაქმებული, თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურება შეადგენს - 5320 ლარს, ხოლო მათი შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1-ელ ივლისი.

რაც შეეხება ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მრჩევლების ფუნქციებს განეკუთვნება დარგობრივი/სექტორული რჩევების გაცემა, მათ შორის ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს აკადემიისა და სხვა მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის და ასევე, შს სამინისტროში სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ვინაობის და სახელფასო ანაზღაურების შესახებ საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში BMG-მაც გამოითხოვა, მაგრამ ჩვენ არც ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც - თანამდებობრივი სარგოები.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირები არ წარმოადგენენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს. მათი პერსონალურ მონაცემების დამუშავება/გაცემა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის გათვალისწინებით ან/და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლებით. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია", - წერია bm.ge-სთვის შს სამინისტროსგან მიწერილ წერილში.

თუმცა ცნობილია, რომ შს მინისტრის ერთ-ერთი მრჩევლის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო გიორგობიანი იკავებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 108 ლარია, ვინაობა უცნობია

ეკონომიკის მინისტრის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 000 ლარამდეა, ვინაობა უცნობია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები