მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

tv "პირველმა" თუ აიღო კრედიტი ბიუჯეტის ვალის დასაფარად, სხვებმა რატომ არ უნდა აიღონ?!-გრიგოლია

5e53be5ca10fe
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.20 16:20
1243
"თქვენ ხართ (ფინანსთა მინისტრი) ვალდებული, 55 მლნ ლარი დაუბრუნოთ ამ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტს", - ამის შესახებ tv "პირველის“ გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა, სადაც ის პარლამენტიდან ჩაერთო.

საქმე იმაშია, რომ დღეს ივანე მაჭავარიანის პარლამენტში მისვლა იყო დაგეგმილი, მაგრამ მინისტრი არ მივიდა.

ინგა გრიგოლიას თქმით, ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების მადიდებელ ტელევიზიებს დავალიანების დაფარვისთვის 5-წლიან გრაფიკს არ უნდა უდგენდეს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტსა და გაჭირვებულ მოსახლეობას დღეს სჭირდება დახმარება.

tv "პირველს“, ახალი წლის წინ, 2 კვირით არ გადაგვივადეს ჩვენი დავალიანება და იძულებულნი გავხდით აგვეღო კრედიტი ბანკიდან, რათა ჩვენ ჩვენი თანამშრომლები ახალი წლის წინ ხელფასის გარეშე არ დაგვეტოვებინა, იმიტომ რომ ჩვენ კეთილსინდისიერი გადამხდელები ვართ და tv "პირველის" თანხა იყო მინიმალური იმასთან შედარებით, რა თანხაც აქვს ბიუჯეტის ვალად იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას. tv "პირველმა" თუ აიღო კრედიტი, რატომ არ უნდა აიღონ კრედიტი და დაფარონ დავალიანება სხვა ტელევიზიებმა, რომელიც შეადგენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 55 მლნ-ს - ეს იყო ის კითხვა, რომელიც მე კიდევ ერთხელ მინდოდა დამესვა ფინანსთა მინისტრისთვის, გამეგო მისგან პასუხი, მაგრამ პასუხი არ არის!

ის, რომ ვანო მაჭავარიანი გვეუბნება, რომ გრაფიკი წარმოადგინეს და 5 წლით უვადებენ ვალების დაფარვას. მე მინდა მაყურებელს მივმართო - იმ ადამიანებს ახლა სამსახურს რომ ეძებენ და ვერ პოულობენ, წამალს რომ ვერ ყიდულობენ, შვილების სკოლაში წასაყვანად და ნივთების შესაძენად ფული რომ არ აქვთ -  55 მლნ-ს პატიობს ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებიც გადაბრდღვიალებული ტელევიზიებიდან მაუწყებლობენ. ყველა ტელევიზიას ვუსურვებ წარმატებებს, მაგრამ აი, ეს ადამიანები, ვისაც წამლის ფული ვერ უშოვიათ არ იმსახურებენ, რომ სახელმწიფომ გადაახდევინოს თავისი კუთვნილი დავალიანება, აქ ხომ 1000-ებზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია 55 მლნ-ზე“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთვის: როგორც ფინანსთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, სამი ტელევიზია - "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო" ბიუჯეტის წინაშე არსებულ 55 მლნ-იან დავალებას ხუთი წლის განმავლობაში თანაბარი გადახდით გადაიხდიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები