„აზრი არ შემიცვლია. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აღდგეს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აფილირებულმა ექსპერტმა მაკა ფარცვანიამ წამყვანის კითხვას.
ენერგეტიკის სამართლის სპეციალისტი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის საქმიანობას, რომელიც უწყებაში ენერგეტიკას კურირებს, დადებითად აფასებს, მაგრამ ფიქრობს, რომ „ეს არ არის საკმარისი“.
"სახელმწიფო ამბობს, რომ ენერგეტიკა მისთვის პრიორიტეტია, მაგრამ სამინისტროს სახელწოდებაშიც კი არ არის ენერგეტიკა. ენერგეტიკა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები დარგი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი, მიიღება სამინისტროში.
ბატონ რომეო მიქაუტაძეს <ეკონომიკის მინისტრის მოადგილე> უძლიერესი გუნდი ჰყავს. მართლა ძალიან კარგი და გულანთებული საჯარო მოხელეები არიან; მადლობა მათ, მაგრამ ეს არაა საკმარისი და ამას თავადაც ხვდებიან.
ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც იყო 100-კაციანი გუნდი, იყო საოცრად მქონილი და ინვესტორსა და დარგზე ორინტირებული; რომ გადახედოთ, ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის დროს ენერგეტიკის განვითარებას და ახლა ეკონომიკის სამინისტროს პერიოდში მის განვითარებას, ამაში თავადვე დარწმუნდებით. ერთ სამინისტროში მოქცეულია ენერგეტიკაც, ტურიზმიც, ტრანსპორტიც - სამივე უმნიშვნელოვანესი დარგია და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ერთ ადამიანს შესწევს უნარი, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგებს თანაბრად და ერთიანად გაუძღვეს. არა მარტო მე, არამედ ამ დარგში მომშავე ნებისმიერი ადამიანის ამას იტყვის“, - აცხადებს მაკა ფარცვანია.
ენერგეტიკის სამართლის სპეციალისტის თქმითვე, იმ დროს, როდესაც ენერგეტიკაში არაერთი რეფორმა უნდა გატარდეს, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს, ცალკე სამინისტროს არსებობა საჭიროა.
ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა.
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება მცდარი გადაწყვეტილება იყო“ - მაია მელიქიძე
„ქვეყანაში, სადაც ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესია, ცალკე სამინისტრო უნდა იყოს“ - მირცხულავა