მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის და რამდენ კვების ობიექტს დაუსუბსიდირდა სესხი?  - პროგრამის შედეგები 

607701d092e04
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.21 19:54
1136
"სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას 1 500-მდე რესტორანი შეძლებს, ბიუჯეტი 30 მლნ ლარია", – ეს გადაწყვეტილება მეორე "ლოქდაუნის" დაწესების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 3 დეკემბერს მიიღო და გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააცხადა. მაშინ მინისტრმა განმარტა, რომ სარესტორნო ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი დარგის წარმომადგენლების მოთხოვნით ამოქმედდა და ეს მათთვის დიდი შეღავათი იქნება. პროგრამის პირობების გათვალისწინებით დეკემბერში გამოცხადებულ პროგრამაში ბევრი რესტორანი ვერ მოხვდა, რის გამოც მთავრობამ 2 თვის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას გადახედა და 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა და ცვლილებების შედეგად სესხის სუბსიდირებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხის მქონე კვების ინდუსტრიის ობიექტებიც მიიღებდნენ. 

კვების ობიექტების სესხების სუბსიდირების პროგრამაში განაცხადების მიღების პირველი ტალღა - 4 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ტალღაზე - 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

BM.GE დაინტერესდა, რამდენი კვების ობიექტი ჩაერთო სახელმწიფოს მიერ სესხების სუბსიდირებაში და პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან რა მოცულობის თანხა აითვისეს რესტორნებმა.

სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს, სესხების დაფინანსებაზე შესული 2 858 განაცხადიდან სესხის პროცენტის სუბსიდირება 488-მა კვების ობიექტმა მიიღო, რომელთაგან პირველ ნაკადზე 622 განაცხადი და 462 ბენეფიციარი, ხოლო მეორე ნაკადზე 30 განაცხადი და 26 ბენეფიციარი იყო.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ასე გამოიყურება:

I ნაკადზე დაფინანსებული სესხის პროცენტის მოცულობა - 1.9 მლნ ლარი, 511.3 ათასი დოლარი, 715.3 ათასი ევრო;
II ნაკადზე დაფინანსებული სესხის პროცენტის მოცულობა -  111.6 ათასი ლარი, 37.4 ათასი დოლარი, 45.8 ათასი დოლარი;

ჯამში, ორივე ნაკადის განმავლობაში სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმში ჩართული სასტუმროების დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 2.0 მლნ ლარი, 548.8 ათასი დოლარი, 761.2 ათასი ევრო გაიხარჯა.

„აწარმო საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ პროგრის ფარგლებში მიღებული განაცხადები დღეის მდგომარეობით, სრულად არ არის დამუშავებული, შესაბამისად შესაძლებელია მოცემული მონაცემების რედაქტირება მოხდეს.

პროგრამაში ბენეფიციარების სია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.

შეგახსენებთ: კვების ობიექტებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მიზანი ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებაა, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

სესხის სუბსიდირების პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს: 

1. სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
2. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
3. მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას განახორციელებს, რომელიც ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით დაითვლება:

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში არაუმეტეს 80%-ის ოდენობით;
უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში არაუმეტეს 70%-ის ოდენობით;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილ ვალდებულებებს, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელ ვალდებულებს (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები