მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ყველაფერს მალე დავამთავრებთ. ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა" - კალაძე წერეთლის გამზირზე

კალაძე

,,წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად, დაპირებისამებრ, 1-ლი თებერვლისთვის აღდგება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გვიან ღამით წერეთლის გამზირიდან განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან პირდაპირი ჩართვით მიმართა. 9 წუთის განმავლობაში მერმა წერეთელზე ბოლო დღეებში მიმდინარე სამუშაოები მიმოიხილა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში წერეთლის გამზირზე მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს იმისთვის, რომ 1 თებერვლისთვის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად იყოს შესაძლებელი.

"მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. ასფალტის ბოლო საფარი პირდაპირ საკომუნიკაციო ჭების თავზე იქნება მიერთებული, რათა მანქანებს გადაადგილების დროს დისკომფორტი არ შეექმნას. ასევე, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები, რომლის ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ ჩავა. ყველა პროექტზე, სადაც რეაბილიტაციით შევდივართ, ერთნაირი მიდგომა გვაქვს - ახალი დიზაინის, თანამედროვე, ულამაზესი, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ქუჩები - ქვეითად მოსიარულეებზე მორგებული, თავისი ზებრა გადასასვლელებითა და საავტობუსე ზოლებით.

პარალელურად, გამწვანებისა და ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ძალიან მაგარი ტემპია და ყველაფერს მალე დავამთავრებთ. ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა". - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

ამის შემდეგ კი,თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 24 საათიან რეჟიმში მუშაობა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები