მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზუსტად ვიცოდით ვინ რას დაუჭერდა მხარს, ვინ გაუძლებდა ხელისუფლების ზეწოლას" - ვახუშტი მენაბდე

იურისტი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეს თქმით, ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „რუსული კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე, სრულიად მოსალოდნელი იყო.

"საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მოსალოდნელი იყო. ზუსტად ვიცოდით ვინ რას დაუჭერდა მხარს, ვინ გაუძლებდა ხელისუფლების ზეწოლას და ხელს არ მოაწერდა ანტისახელმწიფოებრივ კანონს და ვინ ვერა.

მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში მესმოდა არგუმენტები, რომელსაც საფუძვლად ედო მბჟუტავი იმედი იმისა, რომ საკონსტიტუციოს შეეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ზოგი იმასაც მეუბნებოდა, რომ 1-2 მოსამართლის არგუმეტებით დარწმუნება პროცესზე შესაძლებელი იყო.

ამის თქმით არ დავიღლები: ნებისმიერი უსაფუძვლო იმედი და მისი ტირაჟირება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობაა. ასეთი იმედი კრიზისს ავადებს და მობილიზებას უშლის ხელს, სანაცვლოდ კი მხოლოდ იმედგაცრუებას და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება მოაქვს.

საკონსტიტუციო სასამართლოზე იმედების დამყარება ასეთი წყლის დასხმის ერთი მაგალითია", - წერს კონსტიტუციონალისტი სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა გრძელდება

ვინ განიხილავს "რუსული კანონის" (არა) კონსტიტუციურობას? - 9 მოსამართლის დეკლარაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები