ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს 10 მონაწილე ჰყავს.
მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია:
- სს თელასი;
- შპს ლილო-მოლი;
- სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
- შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
- შპს რიცეულაჰესი;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
- შპს სვანეთი ჰიდრო;
- შპს ჰიდრო ჯორჯია;
- შპს კასლეთი 2;
- შპს გეოენერჯი.
საგულისხმოა, რომ კომპანიების დიდი ნაწილი ჯერჯერობით პროცესს აკვირდება და ბაზარზე შესვლისგან თავს იკავებს. ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ ფიქსირდება, რადგან მიმწოდებლები და მომხმარებლები ჯერჯერობით ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედგება.
ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, თავდაპირველად მას 4 მონაწილე ჰყავდა.