საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას ეხმიანება და X-ზე წერს, რომ "ქართული ოცნების" სასტიკი რეჟიმი პირდაპირ ეთერშიც აღარ მალავს ნამდვილ სახეს.
"ტერორი საქართველოში: ქართული ოცნების სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, თუნდაც პირდაპირ ეთერში.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა და სასტიკი ცემა ჟურნალისტებზე, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!",- წერს პრეზიდენტი და თავდასხმის ამსახველ კადრებს აზიარებს.
#terrorinGeorgia : The brutal regime of Georgian Dream no longer hides its true face, even on live TV.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 7, 2024
Unthinkable and escalating terror against the media - violence and brutal beatings of journalists simply doing their job! pic.twitter.com/MrZSmzd7la
ის ცალკე გამოეხმაურა კადრებს, სადაც ჩანს როგორ სცემენ ნიღბიანი პირები ძირს დაგდებულ ოპერატორს. პრეზიდენტი შსს-ს ქუჩაში ძალადობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"აუტანელი საყურებელი, უდავო მტკიცებულება - და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ჯერ კიდევ არ არის.
მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩებში დატრიალებული სისასტიკის საპასუხოდ და დაუყოვნებლივ დააკავონ პასუხისმგებელი პირები",- წერს პრეზიდენტი.
Unbearable to watch, indisputable proof - and yet, still no reaction from the police or responsible authorities.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 7, 2024
I call on the MIA to take immediate action in response to the atrocities unfolding on the streets and arrest those responsible without delay. pic.twitter.com/6MOqb7DuFQ
პრეზიდენტმა ცალკე დაწერა ოპოზიციური პარტიის ოფისში განხორციელებულ თავდასხმაზეც.
#terrorinGeorgia : The Russian regime is back at work tonight in Tbilisi - chasing civilians through the streets as they flee terror, targeting politicians, media, artists …Breaking down the doors of opposition offices to raid and brutalize politicians inside pic.twitter.com/Mt71Bq7cbl
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 7, 2024
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევაში კონსერვატორიის სიახლოვეს მოხდა და პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, გამოძიება დაიწყო.
ამასთან, კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ოფისში, რომელიც ბესიკის #4 ნომერში მდებარეობს, ე.წ. ტიტუშკები შეიჭრნენ. ადგილზე 50-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებმაც სცემეს კოალიციის წევრები. მათ შორის, ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.



























