მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (09-14.03.2020)

5e6e1bb76ecb7
ირაკლი მაკალათია
15.03.20 16:12
1332
გთავაზობთ მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას (09-14.03.2020): 

1.მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: შეღავათები ბიზნესს და გადასახადების გადავადება
2. კომერციული ბანკების სამ თვიანი შეღავათები მომხმარებლებს
3. ლარის კურსის ახალი სარეკორდო ნიშნული
4. მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებს მომარაგებას საფრთხე არ ემუქრებათ
5. 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.2%-ით გაიზარდა
6. საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-თებერვალში
7. შეზღუდული ფრენები და შემცირებული მგზავრთნაკადი
8.დისტანციური სამუშაო რეჟიმი
9. აუდიტის დასკვნა კონკურენციის სააგენტოს მუშაობაზე
10. შემცირებული ნავთობის ფასი

1.მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: შეღავათები ბიზნესს და გადასახადების გადავადება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. რის შედეგადაც ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება. გეგმა შედგება 6 პუნქტისაგან (იხილეთ ვრცლად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა https://bit.ly/2WdUG0I). რაც გულისხმობს, 1. ბიზნესისათვის სესხების რესტრუქტურიზაციას, 2. მოქალაქეების სესხების გადავადებას, 3. ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებისათვის 4 თვის განმავლობაში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებას, 4. გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს. ფინანსთა სამინისტრო, წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად კომპანიებს 1,200 მლნ ლარს დაუბრუნებს, 5. 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. 6. კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით.
სარესტორნო ბიზნესს საშეღავათო პირობებს სთავაზობს თბილისის მერია, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე არსებულ 200-მდე კაფე-ბარს 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. https://bit.ly/3d2k1k3.

შექმნილი ეკონომიკური კრიზის გამო საქართველოს მთავრობა 2020 წელს დაგეგმილ 4.5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შეამცირებს. https://bit.ly/3aVGJZp

მომდევნო კვირაში მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს გამართავს. ივანე მაჭავარიანის განცხადებით მთავრობა გაზრდილი ხარჯების გასტუმრებას ვალდებულებების აღებით მოახდენს შედეგად, მთავრობა 300 მილიონით გაზრდილ ხარჯს სავარაუდოდ, ვალით დააფინანსებს. https://bit.ly/3aXJwkK

ფონდი „ქართუ” განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად. https://bit.ly/39TNavR

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ მინისტრის მიერ დაანონსებულ, ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ეხმიანება და აღნიშნავენ, რომ პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული გეგმა პასუხობს ამ ეტაპზე ბიზნესის არსებულ გამოწვევებს, დადებითაც ახასიათებენ რომ ამ პერიოდში მთავრობასა და ბიზნესს შორის ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა. მათ მთავრობას გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აისახა სამოქმედო გეგმაში.

2. კომერციული ბანკების სამ თვიანი შეღავათები მომხმარებლებს

"თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "ბაზისბანკი", "ვითიბი ბანკი", ასევე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი’’ პირველი საფინანსო ორგანიზაციები არიან, რომლებმაც მომხმარებლებს 3 თვიანი შეღავათიანი პერიოდი მისცეს. რაც ნიშნავს, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, სამი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ ყოველთვიური გადასახადი. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე. დეტალებთან დაკავშირებით თითოეული ბანკი ინდივიდუალურად მოახდენს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ყველა საჭირო პროცედურას განხორციელებს დისტანციურად.
ვრცლად საშეღავათო პირობებზე იხილეთ სტატია: https://bit.ly/2Qfd7OC; https://bit.ly/3aSVKLF

3. ლარის კურსის ახალი სარეკორდო ნიშნული

ეროვნული ბანკის მონაცემებით 14 მარტს 10 მარტთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში 19,79 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 14,9 თეთრით გაიზარდა.

ეროვნული ბანკი ვალუტის გაუფასურებას შემდეგ მიზეზებს უკავშირებს: ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას, საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებას, ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებას. ამას თან დაერთო ბაზარზე პანიკური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ეროვნულმა ბანკმა მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, წელს პირველი სავალუტო ინტერვენცია მოახდინა და 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა



ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2w9gTCn; https://bit.ly/2WbgZ7j

4. მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებს მომარაგებას საფრთხე არ ემუქრებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით: სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. https://bit.ly/38UCs74 ანალოგიურ განცხადებას აკეთებ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით ქვეყანაში არ არსებობს დეფიციტური მოთხოვნა და მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის დაეხმაროს სავაჭრო ობიექტებს იმაში, რომ პროდუქტი თაროზე თავის დროზე დასაკმარისი რაოდენობით იდოს. https://bit.ly/2TUu4At გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, კავშირები აქვს ყველა მომწოდებელთან და შესაბამისად, მოწოდების კუთხით შეფერხებები არ იქნება. https://bit.ly/33lzWWA პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

„ნიკორას" გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს. მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორის გიორგი გიორბელიძის თქმით მარაგები მათ კომპანიებსა და მთელ სექტორში საკმარისზე მეტი არის. კომპანია "კარფურის" განცხადებით, კი მათ ქსელში პროდუქტების დეფიციტის, ან ფასების ზრდის საფრთხე არ არსებობს. „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორის გიორგი ხაბაშვილის განცხადებით ლარის კურსის გაუფასურება საშუალოვადიან პერსპექტივაში პროდუქტის ფასებზე გავლენას ვერ იქონიებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით ქვეყანას აქვს 2-3 თვის მარაგები და პროდუქტების დეფიციტი არ ექნება. ასევე, ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან, ან მალე შემოვლენ საქართველოში

ვრცლად ამ თემაზე სტატიები https://bit.ly/3aTL4wj; https://bit.ly/39RM2ZZ

5. 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელდა გაერთიანებული სამეფოდან (მთლიანი ინვესტიციების 19.5%), თურქეთიდან (18.7%); ირლანდიიდან (10.5%); აშშ-დან (7.8%) და პანამიდან (6.2%). სექტორების კუთხით ლიდერებია: საფინანსო სექტორი (20.6%); ენერგეტიკა (15.3%); სასტუმროები და რესტორნები (12.4%); მშენებლობა (9.3%) და დამამუშავებელი მრეწველობა (8.1%). რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში უჭირავს თბილისს 64.7%, ხოლო მეორე ადგილზეა აჭარა 16.3%-ით. ამასთან აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 174% გაიზარდა.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2xCf2GN ; https://bit.ly/2vgZLu2

6. საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-თებერვალში

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა 4.5%-ით, ხოლო იმპორტი 6.8%-ით. ხოლო, 2020 წლის თებერვალში ექსპორტმა 263.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. თებერვალში იმპორტმა 703.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანი კვარაცხელიას პროგნოზით მომდევნო თვეების განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. რის საფუძვლადაც ის ასახელებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ძირითადად პირველადი პროდუქციის მწარმოებელია და სხვა ქვეყნები სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ, ამიტომ თუ მათ წარმოება შეუმცირდათ, ექპორტზე მოთხოვნაც შემცირდება.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2wZd9DS

7. შეზღუდული ფრენები და შემცირებული მგზავრთნაკადი

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით 2020 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს აეროპორტები სულ 597 506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში საქართველოს ყველა აეროპორტში 2,923 რეისი განხორციელდა, რაც 11% ნაკლებია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით საქართველოს რამდენიმე კვირაა დაწესებული აქვს შეზღუდვები მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსვლებზე (ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან). თუმცა შესაძლოა ფრენების აკრძალვა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.

Ryanair -2020 წლის 13 მარტიდან 8 აპრილამდე აჩერებს ყველა საერთაშორისო რეისს იტალიიდან და იტალიის მიმართულებით, ასევე 11 მარტიდან 8 აპრილამდე ყველა ადგილობრივ რეისს იტალიის ქალაქებს შორის. Wizz Air-ი კი 16 მარტიდან 3 აპრილამდე ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ავსტრიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაუქმებული ფრენების გამო თურქეთის ავიახაზები და პეგასუსი მგზავრებს ალტერნატიულ მარშრუტეს შესთავაზებენ. კომპანიები უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას. „თურქეთის ავიახაზებმა“ და „პეგასუსმა“ 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2xBq9Q9 https://bit.ly/2WklzzY

8.დისტანციური სამუშაო რეჟიმი

უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე ქვეყანაში რიგი უწყებები დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადადიან, ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიებები სადაც ხალხმრავლობა დაფიქსირდებოდა გაჩერებულია ან დახურულია და მაყურებლების გარეშე იმართება. ასევე სასწავლო დაწესებულებები ,,ონლაინ სწავლებაზე’’ გადადიან. სასტუმროებისა და კვებითი დაწესებულებების ნაწილი ამ პერიოდში მუშაობას აჩერებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 13 მარტიდან სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდნენ. ასევე დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადადიან სხვა სამინისტროებიც.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირები საკვებს ადგილზე არ მიიღებენ, არამედ სახლებში წაიღებენ. სახლში მიტანის სერვისში მოხალისე ჯგუფები ჩაერთვებიან.

IREX-მა საქართველოში 2020 წლის მარტსა და აპრილში დაგეგმილი მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) გაცვლითი ვიზიტები გადადო. „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტიდან 10 დღით დაიკეტება. პრევენციის მიზნით BASSIANI–ს ადმინისტრაცია საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით აუქმებს. "აჭარა ჯგუფი", მისი მართვის ქვეშ არსებული თბილისის სასტუმროების რესტორნების, ლაუნჯებისა და ბარების მუშაობას დროებით აჩერებს. მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს რეკომენდაციას აძლევს დროებით შეაჩერონ მუშაობა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 16 აპრილამდე მკითხველს ელექტრონულ პლატფორმაზე 6 000-ზე მეტ უფასო წიგნს სთავაზობს.

9. აუდიტის დასკვნა კონკურენციის სააგენტოს მუშაობაზე

აუდიტის ანგარიშის თანახმად კონკურენციის სააგენტოს არ აქვს განსაზღვრული სტრატეგია და პრიორიტეტული მიმართულებები, არ აქვს თანმიმდევრული და ნათლად განსაზღვრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ სააგენტომ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს დასახულ მიზნებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ ღონისძიებებს. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები კი შეძლებისდაგვარად უნდა იყოს გაზომვადი და მიღწევადი.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2W9GmGC

10. შემცირებული ნავთობის ფასი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ საქართველოშიც გამოიწვია საწვავზე ფასის შემცირება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 12-15 თეთრით არის შემცირებული.

ნავთობზე ფასის კლება გამოწვეულია მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებით, რაც უკავშირდება წარმოების შემცირებას, საჰაერო ფრენებისა და ტრანსპორტირების კლებას. ნავთობზე მოთხოვნა შემცირების გამო OPEC-ს სურდა მოპოვება შეემცირებინა, რითაც შეამცირებდა მიწოდებაც და ფასს გარდიდა, თუმცა ეს შეთანხმება ვერ შედგა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ისა და Gazprom Neft-ის აქციები, ვაჭრობის გახსნისთანავე 18%-ით დაეცა. ნავთობკომპანია BP-ის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა. საფინანსო ბაზრებზე ასევე დაფიქსირდა S&P 500-ის, Dow Jones-ის და ნაზდაკის ინდექსების კლება.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2QiQokV ; https://bit.ly/2WcnE0S