მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს კანონი იქნება ალტერნატიული აზრის მოგუდვის საშუალება" - ზურაბ ერისთავი "რუსულ კანონზე"

ზურაბ ეროსთავი

"რენტალსის" მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი მმართველი პარტიის მიერ "რუსული კანონის" ხელახალ დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სულ არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსული კანონია თუ პორტუგალიური, ვინ როგორ გამოიყენებს მას, ამას აქვს მნიშვნელობა. როგორც ის ამბობს, ქვეყანაში, სადაც რუსული ინტერესები დიდია, აღნიშნულ კანონს ალტერნატიული აზრის მოგუდვის საშუალებად გამოიყენებენ.

"არ მინდა, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს, თუ ამ კანონს მიიღებენ. სულ არ აქვს მნიშვნელობა რუსულია კანონი თუ პორტუგალიური. ვინ როგორ გამოიყენებს მას, ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის თავისუფალი (არც არასდროს ყოფილა და არც იქნება, სანამ სამოქალაქო საზოგადოება არ განვითარდება) და ძალიან ძლიერია რუსეთის ინტერესები (რასაც იყენებს ეკლესია, შავი სამყარო და ხელისუფლება), ეს კანონი იქნება ალტერნატიული აზრის მოგუდვის საშუალება და მეტი არაფერი, ამას კი არასდროს ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია", - წერს იგი.

ცნობისთვის: „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, თუმცა ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ამასთან, დღეს ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის აღდგენის განზრახვის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ იგი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და შეფასება დროულად წარმოადგინოს.

„რუსულ კანონს“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 15 აპრილს განიხილავს.

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები