მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის კერძო ფონდებში გადატანის უფლება შეეზღუდათ - კარგია თუ ცუდი?

გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სქემის ბენეფიციარებისთვის, 2025 წლიდან, საკუთარი დანაზოგის აქტივების მართვის კერძო კომპანიებში გადატანის შესაძლებლობა მეტ კონკურენციას გააჩენდა, რაც კარგი იქნებოდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, იზღუდება საპენსიო აქტივების მართვაში გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა და საპენსიო ფონდის მონაწილეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მათი დანაზოგის განმკარგავი აქტივების მმართველი, როდესაც კანონის მოქმედი ვერსიით, 2025 წლის 1 იანვრიდან ეს შესაძლებლობა ჩნდებოდა.

საპენსიო ფონდის ზომამ ₾5.2 მილიარდს გადააჭარბა

"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ კანონისთვის პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია და არაა გამორიცხული, ვეტოც დაადოს.

ის, რაც ახლა მიმდინარეობს, არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა - სალომე ზურაბიშვილი

საპენსიო აქტივების მართვაში გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობის შეზღუდვას ეკონომისტების და კვლევითი ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებს. მათ შორის არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი.

რა რისკებს ხედავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი?

საკანონმდებლო ცვლილების ავტორი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი ირწმუნება, რომ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მონაწილის არჩევანი საპენსიო პროდუქტთან მიმართებით, ხშირად არაეფექტიანია.

საპენსიო სისტემის მართვის სტრუქტურა იცვლება - BMG-ის კითხვები და ეკონომიკის სამინისტროს პასუხები

რატომ ართმევენ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის არჩევანს? - ლევან დავითაშვილის პასუხი

- კითხვის პირდაპირი ადრესატი თქვენ არ ხართ, მაგრამ რატომ წაართვა საქართველოს მთავრობამ საპენსიო სქემის ბენეფიციარ 1.5 მლნ მოქალაქეს არჩევანის უფლება, 2025 წლიდან თავად გადაეწყვიტათ, საკუთარი საპენსიო დანაზოგი საპენსიო ფონდში დაეტოვებინათ თუ ინვესტირებისთვის აქტივების მართვის კერძო კომპანიისთვის გადაეცათ?

- დიახ, ეს კითხვა, ზოგადად, ჩვენს ტერიტორიაზე ნაკლებად არის. საინვესტიციო სამსახური ისე გააგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით...

- გოგა მელიქიძეს, როგორც საპენსიო სააგენტოს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, თუ გაუჩნდა კითხვები გაუჩნდა ამ გადაწყვეტილების გამო? მახსოვს, კონკურენციას ყოველთვის მიესალმებოდით...

- ზოგადად, მეტი კონკურენცია კარგი იქნებოდა... მეტი კონკურენცია მოგვიტანდა აქტივის მართვის ინდუსტრიის განვითარებას და ა.შ. ჩემი აზრით, როცა აქტივების მართვის ბაზარი რაღაც დონეზე უფრო განვითარდება, შეიძლება, სამომავლოდ ამ საკითხზე დაბრუნება მოხდეს, რათა ბაზარზე მეტი კონკურენცია შეიქმნას.

- თუმცა აქტივების მართვის ბაზრის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსური რესურსიც, რაც 2025 წლიდან ჩნდებოდა...

- ეს საკითხი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს და საინვესტიციო საბჭოს ნაკლებად ეხება. ზოგადად კი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტივის მართვის ინდუსტრიის განვითარებისთვის მეტი კონკურენცია უფრო კარგი იქნებოდა.

- მთავრობას ანუ სახელმწიფო საპენსიო ფონდს კერძო სექტორთან კონკურენციის ხომ არ შეეშინდა? ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება, ბენეფიციარებს საკუთარი დანაზოგი ინვესტირებისთვის აქტივების მართვის კერძო კომპანიებისთვის მიენდოთ... ეს რისკებიც შეიძლება დავინახოთ?

- სწორი საკითხებია... იმედია, ადრე თუ გვიან ამ საკითხებზე დაბრუნება მოხდება. ამ თემას ასეც უნდა შევხედოთ - ჩვენ რომ აქტივების მართვის კომპანია შემოვუშვათ ბაზარზე, ბაზარი სიგნალს უნდა გაძლევდეს, უნდა ჩანდნენ აქტივების მმართველი კომპანიები. ამიტომ ჩემი აზრით, ეკონომიკის სამინისტრომ თავი იმიტომ შეიკავა ამ ბაზრის გახსნისგან, რომ ალბათ ამ ინდუსტრიის უფრო განვითარებას ელოდება, რათა ბაზარზე აქტივების მმართველი მეტი კომპანია იყოს. მაგალითად, შეიძლება, საპენსიო რეფორმის მესამე სვეტში დაინახონ უფრო მეტი აქტივის მმართველი კომპანია და მერე მიაყოლონ მეორე სვეტის გახსნა. ზოგადად, მიჭირს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ზოგადად, მეტი კონკურენცია კარგი იქნებოდა.

რა შეიცვლება დაგროვებით საპენსიო სისტემაში? - კანონი დამტკიცებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები