მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ში 2024 წელს ტურისტების რაოდენობის სრულ აღდგენას პროგნოზირებენ - მიმოხილვა

ტურისტი ტურიზმი

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით როგორც საქართველოში, ისე გლობალურად სრულად აღდგება.

საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა და 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კვლავ დახურულია, ერთდღიანი ვიზიტები ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

ველით, რომ ტურისტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და 2024 წელს სრულად აღდგება. მაგრამ აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა შესაძლოა, 2019 წლის დონეს 2025 წლამდე არ დაუბრუნდეს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა და 1.2 მილიონი შეადგენდა. მიმოხილვის თანახმად, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო ვიზიტები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან. Top 10 ქვეყანას შორის კლება იყო რუსეთიდან და უკრაინიდან. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ძლიერი ზრდა პოლონეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან დაფიქსირდა.

რაც შეეხება შემოსვალებს, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2023 წელთან შედარებით წელს ტურიზმიდან შემოსავლები 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში ტურისტების მაღალი რაოდენობა მიმდინარე წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლების მდგრად ზრდაზე მიანიშნებს.

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები მცირედით, წლიურად 1.5%-ით გაიზარდა, 808 მილიონ აშშ დოლარამდე. Galt & Taggart-ის თანახმად, მოკრძალებული ზრდა მაღალი საბაზო ეფექტით აიხსნება. საინვესტიციო ბანკის განმარტებით, გასულ პერიოდში, ვიზიტებთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა განპირობებული იყო ფასების მატებასთან ერთად, ლარის გამყარებით. ორივე ფაქტორი პირველ კვარტალში სტაბილური დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები