მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (22-27.06.2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5ef89176efc20
ირაკლი მაკალათია
28.06.20 19:20
1086
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (22-27.06.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ
2. საქართველოს ტურიზმის სექტორის შეფასება
3. რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა
4. პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა
5. ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტი - სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება სასამართლოს განჩინების გარეშე
6. კომპენსაციის მიმღებ თვითდასაქმებულთა სტატისტიკა
7. TBC Research: რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ხელფასი 2020 წლის მაისში ?
8. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო
9. საპარტიორო ფონდის რეფორმირება და ცვლილებები პროგრამა აწარმოე საქართველოში
10. რთველის პერიოდში რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის 40 მილიონი ლარის სუბსიდია გაიცემა

1. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში გლობალური ეკონომიკური რეცესიის პროგნოზი 3%-დან 4.9%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-ის შეფასებით, ეკონომიკური კლება -3%-დან -6%-ის ფარგლებში იქნება, ასევე პროგნოზირებს, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კიდევ გააგრძელებს და წლის ბოლოს 6.5%-ის დონეზე იქნება. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური კლება -5,0% იქნება, ამავე დროს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გრანტის სახით 400 000 ევროს გამოუყოფს, რომელიც სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდება. მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით "გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე კვლევა მოამზადა, სადაც აქცენტი გაკეთდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. კვლევაში გაანალიზებულია წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. BMG-ის გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონიმ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის სისუსტედ მიიჩნევს ტურიზმზე დიდ დამოკიდებულება და ეკონომიკის დივერსიფიკაციის დაბალი დონე, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება და სიღარიბის მაღალი დონე.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2NCKb1n; https://bit.ly/2Zb9E7A; https://bit.ly/3dBFbol ; https://bit.ly/3eGq5iG .

2. საქართველოს ტურიზმის სექტორის შეფასება

რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან არ აღდგება და ივლისის ბოლომდე გადაიწევს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებული იქნება დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემილოგიურ ვითარებაზე და იმაზე თუ რომელ ქვეყნებთან აღდგება რეგულარული ფრენები. ,,Le Monde’’-ს ინფორმაციით ვროკავშირის წევრი ქვეყნები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის არის საქართველო (https://bit.ly/2VpLjcZ).

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები წარადგინა, სადაც სამი ალეტრანატიული სცენარი არის განხილული: საბაზო სცენარით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 50 პროცენტით მცირდება, პესიმისტური სცენარით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება, შემცირდება ასევე ტურისტული მომსახურების იმპორტი და ვაჭრობა 20-30 პროცენტით. ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკური კრიზისი იქნება ლოკალიზებული ძირითადად ტურისტულ სექტორში და სხვა სეტორებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს (სრულად კვლევის შესახებ https://bit.ly/388p0h7).

TBC Research-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის ივლისში ტურიზმის სექტორის შემოსავალი წლიურ ჭრილში 85%-90%-ით შემცირდება, რაც $336-356 მილიონი დოლარის შემცირებას ნიშნავს (https://bit.ly/2Vr1JBV). რაც შეეხება გასული წლის ანალიზს, Galt&Taggart-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ტურიზმიდან შემოსული $3.3 მლრდ-დან ქვეყანაში $1.3 მლრდ დარჩა, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა (https://bit.ly/2Bhc4tp)

3. რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შედეგად, რ.5ეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.5%-დან 8.25%-მდე შემცირდა. მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი მეორედ შემცირდა, წლის დასაწყისში 9.0%-ს შეადგენდა, შემდეგ კი 8.5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა. ასევე, ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება. "საზოგადოება და ბანკების" შეფასებით 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119 200 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად ამ მომხმარებლებს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ. რეკომენდაციის სახით კი ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად უნდა შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ გავლენას იქონიებს დაკრედიტებაზე, ხოლო მეორეს მხრივ შეამცირებს საინვესტიციო რისკებს.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2ZfllKy; https://bit.ly/2NAqx6b

4. პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტსშსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეულია კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე. პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პირველი მოსმენით განიხილეს, კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, ხოლო მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტი.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2020 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაისში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 37%-ით შემცირდა, საშემოსავლო გადასახადის მოცულობა კი 14.6%-ით შემცირდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3eHAACm; https://bit.ly/2BaDn8S

5. ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტი - სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება სასამართლოს განჩინების გარეშე

ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს განჩინების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას ეხება. მოქმედი კანონმდებლობა კლინიკიდან ინფორმაციის ამოღების პროცესში სასამართლოს ჩართულობას ითვალისწინებს, რომლის განჩინების საფუძველზეც ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებას კი იმით ხსნიან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. მათ მიერ აღმოჩენილია არაერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკებმა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც რეგულირების სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, დოკუმენტები გააყალბეს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება საჭირო აღარ იქნება, თავად რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები კი გაიზრდება. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი კაჭარავამ აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორ რეგულაციად შეაფასა, რითაც ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2AbshzL; https://bit.ly/2AamQRE

6. კომპენსაციის მიმღებ თვითდასაქმებულთა სტატისტიკა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისის მდგომარეობით კომპენსაციის მისაღებად 149 747 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა, რომელთაგან 93 867 ადამიანმა (დარეგისტრირებულების 62.7%) მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. ჯამში გადაირიცხა 281 60 000 ლარი. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთაც 200 ლარიანი კომპენსაციები ერიცხებათ, ასეთი სულ 90 775 ადამიანია, რომლებზე გადარიცხული თანხა 18 151 000 ლარს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით დღევანდელ დღემდე მთავრობისგან 560 000-მა ადამიანმა მიიღო დახმარება, რომლებიც არიან: თვითდასაქმებულები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ფერმერები და სხვა ჯგუფები.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/31oeqBx; https://bit.ly/386guiV

7. TBC Research: რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ხელფასი 2020 წლის მაისში ?

TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მაისში აპრილთან შედარებით 11,700-ით ნაკლებმა ადამიანმა აიღო ხელფასი, ხოლო ამავე წლის თებერვალ-მარტთან შედარებით ხელფასის მქონე ადამიანთა რაოდენობა 91,000-ით შემცირდა. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორშია შემცირებული.

ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/2NBtpQh

8. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო

იპოთეკური სესხების ნაწილის სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, საკითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ბანკებს მომავალი კვირიდან მიაკითხონ. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს დაასუბსიდირებს, სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და გავრცელდება მასზე ვინც იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად აიღებს. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით პანდემიის პერიოდში ბინების რაოდენობა შემცირდა და იპოთეკური სესხების სუბსიდირება პროცესს გამოაცოცხლებს, რაც მყიდველების რაოდენობას გაზრდის.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2CIFAbL; https://bit.ly/3dCSjcL

9. საპარტიორო ფონდის რეფორმირება და ცვლილებები პროგრამა "აწარმოე საქართველოში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით აწარმოე საქართველოში“ მუშაობს ეფექტურად, მაგრამ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები. მისი შეფასებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისული პროგრამების შედეგად ძალიან გამსხვილდა და პროგრამის ბიუჯეტი არის დაახლოებით 400 მლნ ლარი. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განახლებული პროგრამის პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ვხედავთ რომ: პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა საქმიანობების სახეობები და თანადაფინანსების თვეების რაოდენობაც. 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტი (ვრცლად განახლებული პროგრამის შესახებ https://bit.ly/2BNfvb0)

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საპარტნიორო ფონდის რეფორმირება აუცილებელია, რაზეც ფონდიც და მთლიანად მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია რომ, ,,საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობების მიხედვით, საპარტნიორო ფონდს უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე აქვს შეზღუდული.’’

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2CGnFT4; https://bit.ly/3ibcbYf; https://bit.ly/2Z9j3fK

10. რთველის პერიოდში რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის 40 მილიონი ლარის სუბსიდია გაიცემა

ხელისუფლება რთველის პერიოდში 40 მილიონი ლარის სუბსიდიას განახორციელებს, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, რადგან ყველაზე ჭარბი წარმოება რქაწითელზე მოდის, რაც გამოიხატება ყურძნის ჩაბარების პრობლემებთან, ასევე ექსპორტის თითქმის 80% წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული ღვინოებია და მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები. აქედან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით წელს საფერავზე სავარაუდოდ არ გაიცემა სუბსიდიები.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2CF1ZGX; https://bit.ly/2ZfhcX0